„ტრადიციული ხალხი ვართ, ტრადიციული ერი ვართ, მართლმადიდებლები, უდიდეს პატივს ვცემთ ეკლესიას და დღესასწაულებს. მითუმეტეს, აღდგომა არის ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებლური მნიშვნელოვანი დღესასწაული და აქედან გამომდინარე, მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, ისევ ვდგებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაშე. მე დიდი იმედი მაქვს , რომ ჩვენი მოქალაქეები ამას გაითვალისწინებენ და არ მოხდება ეს დიდი შეკრებები და ტრადიციულად, რასაც ვაკეთებთ ხოლმე აღდგომას, შეძლებისდაგვარად, შეზღუდულ პირობებში განვახორციელებთ,“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






