კახა კალაძე: მივმართავ ბიზნესსექტორს, თანამშრომლებს გადაუხადონ ხელფასები
პოლიტიკა - 00:28, 22 Mar, 2020     1097
თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესკომპანიებს მიმართავს, დასაქმებულები სამსახურიდან ხელფასის გარეშე არ დაითხოვონ.

როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, თავის მხრივ, მთავრობა უახლოეს ხანებში წარადგენს პაკეტს, თუ რა დახმარებას გაუწევს ბიზნესსექტორს.

„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და მეც გავაკეთე განცხადებები, რომ ჩვენ ბიზნესს, ადამიანებს არ დავტოვებთ პირისპირ ამ პრობლემების წინაშე. ორი უდიდესი პრობლემაა: პირველი, რა თქმა უნდა, არის ვირუსთან ბრძოლა. ამ ვირუსს ებრძვის მთელი მსოფლიო და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული და პრობლემები არავის ჰქონდეს. მეორე კი არის ის, რომ ეს პროცესები გარკვეულ დარტყმას, ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკას და ვერც ჩვენ ვიქნებით გამორჩეული, რომ ეს არ შეეხოს ჩვენს ეკონომიკას. შესაბამისად, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება მთელი რიგი პაკეტი, თუ რა დახმარებას გავუწევთ ბიზნესსექტორს და რა ნაბიჯები იქნება ჩვენი მხრიდან გადადგმული. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: ხშირად ისმის ადამიანების მხრიდან, მეც ძალიან ბევრი მწერს, რომ ამა და ამ კომპანიამ სახლში გაუშვა ხელფასის გარეშე. ვფიქრობ, დღეს ყველამ უნდა გავიჭირვოთ. მივმართავ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ თავიანთ თანამშრომლებს და გადაუხადონ ხელფასები. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა, თანადგომა, რათა თქვენ ამ დარტყმის შემდეგ წამოდგომა ღირსეულად შეძლოთ. დარწმუნებული ვარ, ამას გაითვალისწინებს ბევრი ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი და ადამიანებს არ გაუშვებთ ხელფასის გარეშე სახლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას არ ითვალისწინებს და ყველას აქვს საშუალება, პროდუქტი ნებისმიერ დღეს შეიძინოს.

„დღეს ძალიან მომატებული იყო სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხალხის რაოდენობა, პროდუტების შესყიდვასთან დაკავშირებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას: ისინი არ იქნებიან შეზღუდულები იმაში, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გამოვიდნენ საკვების შესაძენად. ასევე ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს აფთიაქები და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, იყიდოს ყველა საჭირო წამალი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა

COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42