„მაგალითისთვის, დიდ სუპერმარკეტებში შესაძლებელია შეიკრიბოს 10 კაციც და 100 კაციც, მაგრამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს იქნება პირბადე თუ დამცავი საშუალებები. ასევე, დისტანცია - რაც ყველაზე მთავარია. სადაც ღია სივრცეა, ავიღოთ, ვთქვათ, რესტორნები, რომელიც დაიხურა, თუ ისევ მოხდება თავშეყრა ან შეკრება, ასევე დაჯარიმდებიან კანონდამრღვევი ადამიანები - როგორც მეპატრონეები, ამ რესტორნის იურიდიული პირები, ისე მოქალაქეები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






