"მეჩვენება, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ფრთხილად ვიყოთ.
კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო მებრძოლ ღვთისმგმობელთა კავშირი. იმ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა. რეკომენდაცია ეხება მორწმუნეს, ურწმუნოს, ეკლესიასთან მებრძოლს, რეკომენდაციები ყველას ერთნაირად ეხება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ის, აქამდე უცნობი კორონავირუსის შტამპით არის გამოწვეული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






