ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორ ეკლესიას, ასევე სხვა დაწესებულებსაც.
ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს, რომელიც ვირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
„გამოვრიცხავ რაიმე კავშირს საგანგებო მდგომარეობის შემოღებასა და სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. ჩვენი ისტორია და სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ეკლესიასთან. ჩვენს ეკლესიას აქვს 15 საუკუნის ისტორია და ის გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც ეკლესიაშია თავმოყრილი, არაერთხელ დახმარებია სახელმწიფოს ძალიან რთულ მომენტებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ვირუსის გავრცელებასთან. საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, განპირობებულია ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ დავიცვათ ე.წ. სოციალური დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ იხილეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






