პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,, რომ პრეზიდენტის დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.
„რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ პერიოდში მსოფლიოში არის covid 19 - ის პანდემია და საქართველომ პირველ ეტაპზე, ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება. თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება. როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
რა შეზღუდვები დაწესდა და რას ითვალისწინებს საგანგებო რეჟიმი ნახეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები






