„უახლოეს პერიოდში ბერლინიდან საჰაერო რეისი შესრულდება, მოხდება დამატებითი მიმართულებების განსაზღვრაც“ - საგარე უწყება
პოლიტიკა - 19:48, 21 Mar, 2020     593
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შეექმნათ გადაადგილების და ხშირ შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნების პრობლემა. მისი თქმით, სახელმწიფოსთან კოორდინაციით უახლოეს პერიოდში ევროპის მიმართულებით, კერძოდ ქ. ბერლინში, განხორციელდება კომპანია „საქართველოს ავიახაზების" კომერციული რეისის, ხოლო შემდგომი მიმართულებები, ასევე განისაზღვრება ერთობლივად.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს პრობლემა შეექმნა. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, არაერთმა საქართველოს მოქალაქემ მოახერხა სხვადასხვა რეისით სამშობლოში დაბრუნება. ჩვენ შევძელით და შევასრულეთ სპეციალური რეისები იტალიიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ბელორუსიიდან - ეს ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ შეძლო სამშობლოში დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული და მხარდაჭერილი სხვადასხვა რეისით, თუ ჩარტერით. ამავე დროს, საქართველოს საკონსულოები და საელჩოები მოქალაქეებს ეხმარებოდნენ საკონსულტაციო რეჟიმში, რათა მათ მოეძებნათ სამშობლოში დასაბრუნებელი ალტერნატიული გზები. ვითარება მართლაც ძალიან რთული და არაორდინარულია, რომლის მსგავსიც, მსოფლიოში არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ამ დღეებში რამდენიმე რეისი შესრულდა დუბაიდან, მინსკიდან, ევროპის რამდენიმე ქალაქიდან. ამ ურთულეს ვითარებაში, უახლოეს პერიოდში, ჩვენ ასევე შევძლებთ ბერლინიდან საჰაერო რეისის შესრულებას. ასევე ჩვენ ვართ მუდმივი კოორდინაციისა და კომუნიკაციის რეჟიმში ქართულ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან", სწორედ მათთან შეთანხმებით და კოორდინაციის პირობებში, მოხდება კიდევ დამატებითი მიმართულებების განსაზღვრა უახლოეს დღეებში" - ამბობს დავით ზალკალიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42