ნინო ბურჯანაძე: ,,საჭიროა ანტი-კრიზისული გეგმა"
პოლიტიკა - 19:27, 21 Mar, 2020     694
"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნათლად და სწორად აღვიქვათ რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე ვდგავართ ეკონომიკური თვალსაზრისით." - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ხელისუფლებისაგან მოითხოვს უსწრაფესად იქნას წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა.

,,მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შექმნას საგანგებო საბჭო, მოიწვიოს ექსპერტები და გადახედოს მსოფლიოს წამყვანი და არამხოლოდ წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას."

,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს ეკონომიკური კრიზისიდან მარტივად გამოსვლას, თუ კი ის არ გაათავისუფლებს დამატებითი ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადებისგან მცირე და საშუალო ბიზნესს და არ გაატარებს სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.

ნინო ბურჯანაძე თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ კრედიტების 3 თვით გადავადების შემდეგ, მოქალაქეები გაზრდილ კრედიტებს და პროცენტებს ვერ გადაიხდიან, თუ კი ისინი უმუშევრები დარჩებიან.

,,მსოფლიოში უკვე არსებობს რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, როდესაც მთავრობები საკუთარ თავზე იღებენ ხელფასების 80% ანაზღაურებას ყველა იმ ადამიანისა, ვინც პანდემიის დროს უხელფასოდ რჩება. ჩვენ უნდა სასწრაფოდ გავაანალიზოთ, რა ტვირთის აწევას შეძლებს ჩვენი ბიუჯეტი.

აუცილებელია, ვიყოთ ობიექტურები და ნათლად გავაანალიზოთ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში უკვე იმყოფება.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება არა მხოლდ დღეს და ხვალ, არამედ როგორია მისი გრძელვადიანი პერსპექტივა.სწორედ საშუალო და გრძელვადიანი ანტიკრიზული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, გვქენება მეტი საშუალობა ვებრძოლოთ ინფლაციას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები საერთაშორისო კრედიტორებთან, რადგან ქვეყანა უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დგას.მნიშვნელოვანია სწრაფად გავიგოთ,საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პოზიცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.'' - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42