საერთაშორისო გამჭვირვალობა: ტელეკომპანია „პირველს“ და „მთავარ არხს“ინკასო უნდა მოეხსნას
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ეხმიანება ტელეკომპანია „პირველისა“ და „მთავარი არხის” ანგარიშებისთვის ინკასოს დადების საკითხს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყანაში ორი დამოუკიდებელი ტელევიზიის ფუნქციონირებას.
"20 მარტს ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, მაუწყებლებს ინკასო დაედოთ. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის, განცხადებით, ინკასო დაედო სხვა კომპანიებსაც და ტელევიზიები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. მან ასევე აღნიშნა, რომ გადასახადის გადავადების პაკეტი, პირველ რიგში, იმ სექტორისთვის გაკეთდა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, დამატებით გადაწყვეტილებებს კი იმის მიხედვით მიიღებენ, დაზიანება რა მასშტაბებს მიაღწევს და რა ტიპის კომპანიები დაზარალდებიან.
მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის განსაკუთრებული როლი მოქალაქეების ინფორმირებას ენიჭება. ამ საქმეში კი მედიის როლი შეუცვლელია.
ჩვენ გვესმის, რომ პანდემიის შესაჩერებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა და შემოღებულმა შეზღუდვებმა გლობალურად ეკონომიკის შენელება გამოიწვია. სამწუხაროდ, საქართველოშიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბიზნესსუბიექტები, რომელთა ნაწილსაც, მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, საქმიანობის შეჩერება მოუწია. სწორედ ბიზნესია მედიისთვის რეკლამის ძირითადი დამკვეთი და შემოსავლის მთავარი წყარო. მედიის წარმომადგენლების თქმით, არსებულ კრიზისის ფონზე ტელევიზიების შემოსავალი შემცირდა და გადასახადები დროულად ვერ გადაიხადეს.
ასეთ ვითარებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ შემოიღოს მედიისთვის გარკვეული შეღავათები, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადავადების კუთხით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს დამოუკიდებელი მედიის შეუფასებელი როლი და ფუნქცია, რომელიც ამ დროს მას აკისრია და მიიღოს შესაბამისი გონივრული ზომები, რათა ტელეკომპანიებს დაუბრკოლებლად მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ"- წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა