ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება.
მისი თქმით, საგანგებო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაეხმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს.
"შეზღუდვების დაწესება მათ შორის შეკრებებზე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, მათ შორის ის, რომ თავისუფალ სიტყვას, მედიას არ დაემუქროს არავითარი საფრთხე. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოახერხებს ხელისუფლება ამ ყველაფრის მენეჯმენტს, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი რამ, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობა ცხადდება ერთი თვით, ამ შემთხვევაში ეკონომიკური კრიზისების მართვის გეგმა უნდა იყოს წარმოდგენილი,"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






