„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს უჭერს, თუმცა ხელისუფლებას ორ მთავარ პირობას უყენებს
პოლიტიკა - 15:41, 21 Mar, 2020     1332
„ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს უჭერს, თუმცა ხელისუფლებას ორ მთავარ პირობას უყენებს.

როგორც მოძრაობის ლიდერებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, ისინი ერთჯერადად დაარღვევენ პოლიტიკურ ბოიკოტს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ხმის მისაცემად პარლამენტში მივლენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მკაფიოდ უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს.

"პირველ რიგში, ის მკაფიოდ უნდა იყოს ვადაში გაწერილი და მეორე, უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები.

ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მივცეთ მას ყველა ის ბერკეტი, რომელიც მას სჭირდება,"- თქვა დავით ბაქრაძემ.

გიგა ბოკერიას თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება და სწორედ ასე უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ოპოზიცია. მისივე თქმით, ვინაიდან ევროპული საქართველო საპარლამენტო გუნდს წარმოადგენს, ის აუცილებლად მისცემს მთავრობას ამ ინსტრუმენტს, თუმცა ვადის მკაფიოდ გაწერა დოკუმენტში მისი პოლიტიკური გუნდისთვის საკვანძო საკითხია.

"ბატონმა გიორგი გახარიამ ახსენა 1-თვიანი ვადა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა ეწეროს დოკუმენტში. საზოგადოებას პარლამენტის მეშვეობით უნდა დარჩეს ბერკეტი ხელში, რომ გონივრული ვადის გასვლის შემდეგ ნახოს, რა გააკეთა ხელისუფლებამ, რისთვის გამოიყენა ეს მდგომარეობა, არის თუ არა გააზრებული ამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42