ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ტელევიზიების ხელშეწყობას დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიების მუშაობას და მათთვის ხელის შწყობას. ტელევიზიის თანამშრომლები - ჟურნალისტები, ოპერატორები, ყველა ის ადამიანი ვინც უზრუნველჰყოფს ოპერატიული და ობიექტური ინფორმაციით საზოგადოების უზრუნველჰყოფას, ადამიანები რომლებიც 24 საათის მანძილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას, სამწუხაროა რომ ხელისუფლება მათ ფინანსურ პრობლემებს უქმნის, რაც ტელევიზიის მუშაობას მხოლოდ შეაფერხებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით და საერთოდ ყველა პრობლემის დროს მნიშვნელოვანი წამალი ოპერატიული და ობიექტური ინფორმაციის მიღებაა, რასაც სწორედ მედია-საშუალებები თავდაუზოგავად აკეთებენ.
როდესაც, ქვეყანაში გაჩერებულია თითქმის ყველა ბიზნესი და ვიღებთ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს, ტელევიზიებს, ,,მთავარს" და ,,ტვ პირველს," რომლებიც გამოირჩევიან ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო.
ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ ტელევიზიებს ინკასო ავტომატურ რეჟიმში დაედოთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ცნობილი გახდა, რომ ორივე ტელევიზიამ როგორც ,,მთავარმა" ასევე ,,ტვ პირველმა" გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით თხოვნა ჯერ კიდევ 10 დღის წინ გააგზავნეს ფინანსთა სამინისტროში.
ნამდვილად დაუჯერებელია, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლება სარგებლოს შემთხვევით და ცდილობს ოპოზიციურად განწყობილი მედია გააჩეროს.
ჩემი და ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის ,,ერთიანი საქართველოს" სახელით გამოვდივარ ინიციატივით, ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონა ვირუს, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია გამართულად მუშაობდეს და მოსახლეობას შეუფერხებლად აწვდიდეს ინფორმაციას, აუცილებელია, რომ ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობამ გადაუადოს ყველა ის გადასახადი, რაც აქვთ დაგროვილი და შემოიღოს საშეღავათო პაკეტი, რომელიც უზრუნველჰყოფს კრიზისულ ვითარებაში ტელევიზიების შეუფერხებლივ მუშაობას.
ეს გადაწყვეტილება იქნება იმის დადტური, რომ ხელისუფლებას მნიშვნელოვნად მიაჩნია დემოკრატიული პრინციპების და ადამიანების სწორი ინფორმირებულობის შენარჩუნება ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაშიც კი როგორშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა".- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






