„მოახლოებული ეკონომიკური კრიზისი ფონზე უნდა შეჩერდეს იძულებით აღსრულება“ - ნიკა მელია ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს
პოლიტიკა - 21:57, 20 Mar, 2020     960
ანტიკრიზისული ზომების ფარგლებში, მთავრობას რამდენიმე ინიციატივით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მიძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ. ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან მთავრობისადმი შეთავაზებული ინიციატივები გაგებული უნდა იყოს არა როგორც კრიტიკა, არამედ როგორც რეკომენდაცია, თუ როგორ გაუმკალვდეს ქვეყანა არსებულ ვითარებას.
ნიკა მელიამ ფინანსთა სამინისტროს მიერ 5000 კომპანიისთის ინკასოს დადებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა მოახლოებული კრიზისის დროს.
"ეს სენი რომ დამარცხდეს, მნიშვნელოვანია ერთობა და ეს არ არის პათეთიკა, ეს არის რეალობა და გარდაუვალი აუცილებლობა. ამიტომ, ჩვენი ნებისმიერი ინიციატივა გაგებული უნდა იყოს არა როგორც კრიტიკა, არა როგორც პოლიტიკური პაექრობა, არამედ როგორც რეკომენდაცია და რჩევა, როგორ უნდა დავძლიოთ ეს რთული ვითარება.
დღეს მომსწრენი გავხდით, რომ ორ ტელეკომპანიას დაედო ინკასო . "ტვ პირველისა და "მთავარი არხის" გარდა 5000-იურიულ პირს. ეს არის სერიოზული პრობლემა მოახლოებული კრიზისის პირობებში. სწორედ ამიტომ, ანტიკრიზისული ზომების ფარგლებში, გამოვდივართ ინიციატივით:
პირველი, 3 თვით უნდა შეჩერდეს ყველა იძულებითი წესით მიმდინარე აუქციონი სადაც ხდება ქონების რეალიზაცია.
სამი თვით უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა მიმდინარე სააღმსრულებლო საქმეზე, სადაც კრედიტორი, ანუ ის მხარე, რომლის მიმართაც ათასობით მოქალაქეს აქვს ფულადი ვალდებულება. ეს არის ან ბანკი ან სხვა კრედიტორი ორგანიზაცია. ბანკებმა გვითხრეს, რო 3 თვით გადაავადებენ სესხს, მაგრამ ხდება იძულებითი წესის აღსრულება.
მესამე სამი თვით უნდა შეჩერდეს ყველა წარმოება, რომელიც შესულია იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სადაც კრედიტორი გახლავთ სამინისტრო. აქვე ვგულისხმობ ყველა ჯარიმას. ამ ყველაფერზე მიმდინარეობს იძულებითი წესის აღსრულება.
საგადასახადო ორგანოებმა სამი თვით უნდა შეაჩერონ იძულებითი წესით აღსრულება ყველა მოქალაქის მიმართ. იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე თავისით იხდის გადასახადს, ეს მისასალმებელია. მხოლოდ დღეს 400 საქმე დარეგისტრირდა. მათ მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულება. ხოლო უკანაკნელი 3კვირის განმავლობაში 5000 წარმოება მიეცა აღსასრულებლად და 270 ათასი მოქალაქე არის წარდგენილი, რომელიც ვერ იხდის ვალს. ეს რაოდენობა არის უკიდურესად მოწყვლადი ეკონომიკურად და ამას ემატება ის, რომ ისინი სახლში არიან გამოკეტილი.
იმედს ვიტოვებ, რომ ამ ინიციატივას ხელისუფლება ხორცს შეასხამს და რაც შეიძლება მალე და სწრაფად. თითოეული დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი მოსახლეობისთვის" - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42