ეკლესია ზიარების წესს არ ცვლის და მრევლს რეკომენდაციით მიმართავს - წმინდა სინოდის განჩინება სრულად
რელიგია - 21:51, 20 Mar, 2020     3111

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა.

ცნობილია წმინდა სინოდის განჩნებაც - ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, ეკლესია დიდი ტაძრების დაკეტვასაც არ აპირებს.

სინოდის გადაწყვეტილებით მოხდება საქართველოს ეკლესიების რადიოფიცირება, რათა მრევლმა შეძლოს წირვის მოსმენა ტაძრის ეზოებშიც და ბევრი ადამიანის თავშეყრამ ერთ სივრცეში კორონა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყოს ხელი.

წმინდა სინოდის განჩნების სრულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.


"წმინდა სინოდის სხდომის დადგენილებას გაგაცნობთ, ილია მეორემ სხდომაზე ისაუბრა კორონავირუსზე, მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება და ის, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ სათანადო ზომები მიიღო, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა. მან დასძინა, რომ ჩვენზე არის ძირითადი პასუხისმგებლობა, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება.

წმინდა სინოდის სხდომის მდივნად, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აირჩიეს. კათოლიკოს პატრიარქმა საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობისაკენ მღვდელმთავრებს მოუწოდა და სიტყვა გადასცა კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს.

მან არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განსახილველად ტექსტი წარმოადგინა. მან რამდენიმე მღვდელმთავარის შემოთავაზებული ტექსტების შესახებაც მოახსენა წმინდა სინოდს. მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის კუბორდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მესამე ტექსტი წაიკითხა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტიმა, გრიგოლმა. მეოთხე გირისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ. ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა.

წმინდა სინოდმა განაჩინა: დღევანდელი მსოფლიო გამოწვევის წინაშეა, ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი, თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, ის ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი.

სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების მეშვეობით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას ანადგურებს.

ჩვენ ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, აძლიერებდნენ მარხვას და ლოცვას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც ღვთაებრივი სასწაული აღესრულება, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარჰყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია რის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსია, ევქარისტიული კავშირი უფალ იესო ქრისტესთან გვაერთიანებს. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა, მათთვის ვინც საეკლესიო ცხოვრების დაცვით ეზიარება. ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის, ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე - ყოვლად მიუღებელია.

ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:

1. ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.

2. სასურველია ყველა მოწმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.

3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის წყლიანი ღვინის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.

4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს - ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება.

ასევე, სასულიერო პირებს დამატებითი რეკომენდაციები მიეცემათ.

დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები.

5. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.

არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს, ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.

6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაოჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო;
საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრე ბჩვენს თანამოქალაქეებზე. ასევე, საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.
არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემია... ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად - ერი და ბერი - გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს" - წმინდა სინოდის განჩინება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42