კორონავირუსი და ეკონომიკური კრიზისი: „მთავრობას ვთავაზობთ 5-პუნქტიან გეგმას, გადაუდებელი მოთხოვნებით“
პოლიტიკა - 21:26, 20 Mar, 2020     1084
დღეს, პოლიტიკური პარტია ,,კანონი და სამართალი’’-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ღლონტმა საგანგებო ბრიფინგით მთავრობას და მის მეთაურს ახალი გადაუდებელი მოთხოვნებით მიმართა.

,,თითოეული ჩვენთაგანი ვასრულებთ რეკომენდაციებს, ვრჩებით სახლებში და ვმუშაობთ დისტანციურად, თუმცა პარტიაში შემოგვდის ბევრი შეტყობინება, რომ მოსახლოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ოჯახებს არ გააჩნიათ კვების ელემენტარული შესაძლებლობები და რჩებიან ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და ინტერნეტის სერვისის გადახდის უუნაროდ.

ამ ვითარებაში მიგვაჩნია, რომ მთავრობის მიერ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას გონივრული ნაბიჯები და ამ მიზნით ჩვენი პარტია მთავრობას და მის მეთაურს წარმოგიდგენთ 5 პუნქტიან გეგმას:

1. გონივრული ვადით გადავადებულ იქნას ყველა ადმინისტრაციული სახდელის გადახდის ვადა, მათ შორის საპატრულო პოლიციის ჯარიმების გადახდის ვადა;

2. გადავადებულ იქნას ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექ. დათვალიერების ვადა და არ დაჯარიმდნენ მფლობელები;

3. გადავადებულ იქნას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, შეჩერებულ იქნას ყველა გამოსახლება;

4. ტურისტული სფეროს მსგავსად ყველა მეწარმე სუბიექტს გადაუვადდეს საგადასახადო ვალდებულებები და არ მოხდეს მათზე საურავების დარიცხვა;

5. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და ინტერნეტ პროვაიდერებთან კონსულტაციის გზით მოხდეს მათთვის საგადასახადო ვალდებულებების დროებით შეჩერება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად (დაახლოებით 35 %) გააიაფებს მომსახურების ტარიფებს ‘’ - განაცხადა ღლონტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42