"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ინკასო ვინმეს დისკრეციით არ დადებიათ, ჩვენ ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე" - ვანო მაჭავარიანი ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაზე
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ ტელევიზიებს ინკასო ავტომატურად დაედო და ეს ვინმეს დისკრეციით არ მომხდარა. მისი თქმით, დაახლოებით ათას კომპანიას დაედო ინკასო და ისინი მათ შორის მოხვდნენ, რადგან არ გადაიხადეს გადასახადები.
ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იმის მიხედვით, თუ ვის რა ეკონომიკური ზარალი შეიძლება მიადგეს კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სახელმწიფო მათ ინდივიდუალურად სხვადასხვა ტიპის შეღავათებს შესთავაზებს.
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ წარვადგინეთ გადასახადების გადავადების კუთხით შეღავათების ის პაკეტი, რომელიც ეხებოდა იმ სექტორს, რომელიც ყველაზე უფრო დაზარალდა, წინა ხაზზე იყო ეპიდემიური კრიზისის დასაწყისში. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადება პირველ ნოემბრამდე მიმდინარე წლის. ამისთვის მათ ელექტრონულად უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის, შეევსოთ ფორმა და მათ ინკასო არ დაედებოდათ. სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად ფუნქციონირებს და ეს ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ტელევიზია ან სხვა კომპანია არანაირ გამონაკლისს არ წარმოადგენს. ტელევიზიებთან თქვენ გახსოვთ ჩვენი შეთანხმება, რომ ჩვენ მზად ვიყავით 1-ელ ოქტომბრამდე არსებული დავალიანებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პერიოდი მიგვეცა და იცით, რომ რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის მსხვილმა კომპანიებმა ისარგებლა და 5-წლიანი საგადასახადო შეთანხმება უკვე გავაფორმეთ. მესმის ზოგადად, რომ რაც ეს ეპიდემია და შესაბამისად ეკონომიკური შენელება ვლინდება უფრო და უფრო შეიძლება გაუჭირდეს სხვა დარგებში მოღვაწე კომპანიებს გადასახადის გადახდა, მესმის, თუმცა, ჩვენ იმის მიხედვით, დაზიანების რა ხარისხი ან რა ხანგრძლივობა ექნება ამა თუ იმ სექტორს და შესაბამისად ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ჩვენ მაქსიმალურად ინდივიდუალურად, მიზნობრივად შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის შეღავათს.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვინმეს ინკასო ვინმეს დისკრეციით არ დადებიათ. ჩვენ ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე. თქვენ გახსოვთ, რომ წინა წლებში ტელევიზიები გამონაკლისად იყვნენ, თუმცა, რაც შეთავაზება გავაკეთეთ პრაქტიკულად ავტომატურ რეჟიმზე გადავიდნენ. რამდენიმე ათას კომპანიას დაედო ინკასო ზუსტად იმ პერიოდში, როცა მოხდა დეკლარირება გადასახადის და მათ შორის მოყვნენ ტელევიზიები და სხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიები“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






