არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს! - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი ავრცელებს.
მისი თქმით, "ტვ პირველის" ანგარიშებს ისევ ინკასო დაედო.
"არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს !
მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის !
მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს !
მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას !
მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი !
მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია !
ტელეკომპანია ,,პირველს" ისევ ინკასო დაადეს !
გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის !
ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია !
გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ !!!" - წერს ვატო წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები






