,,ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს“-დავითაშვილი
პოლიტიკა - 17:37, 20 Mar, 2020     466

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში სურსათის წარმოების და იმპორტის, არსებული მარაგებისა და ფასების კუთხით არსებული ვითარება განიხილა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრმა მოადგილეებს კონკრეტული მიმართულებების მონიტორინგი და კონტროლი დაავალა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილ ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) არ მოხდეს ფასების სპეკულაციური ზრდა, ასევე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პროდუქციის შეუფერხებელი მიწოდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო არსებული მცირე შეფერხება ამ დღეებში სრულად აღმოიფხვრება. სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა, რათა უმოკლეს დროში მომხდარიყო საავტომობილო გზების გაწმენდა და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სურსათით დატვირთული, დაახლოებით, ათასზე მეტი ავტომანქანა ქვეყანაში შემოსულიყო. მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები ფოთის პორტში შემოსული გემებიდან პროდუქციის შეუფერხებლად გადმოტვირთვის უზრუნველყოფისთვის.

სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუდმივ კომუნიკაციაშია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში ჩართულ ყველა რგოლთან და 24 საათიან რეჟიმში იღებს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ, რათა სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების კუთხით შეფერხება არ იყოს.

აღსანიშნავია, რომ ახლი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42