ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა
პოლიტიკა - 15:57, 20 Mar, 2020     447
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორებს შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული და გასატარებელი ღონისძიებები მიმოიხილეს. ისაუბრეს, საჭიროების შემთხვევაში რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე. ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა, ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულს ინფორმაცია საავადმყოფოს დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა მიაწოდა. ის საჭიროების შემთხვევაში სრულ მზაობას გამოხატავს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ელექტრო ტექნიკის მაღაზიები და სხვა. პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება.

სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი. ა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42