დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა ქევყანაში შექმინილ სიტუაციაზე. მისივე თქმით არავინ დარჩება პრობლემის პირსპირ და სახელმწიფო ყველაფერს ამისთვის აკეთებს.
''ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა''- აღნიშნა მერმა.
თბილისის მერმა ასევე კომენატარი გააკეთა მიკროავტობისების მძღოლების ხელფასებთან დაკავშირებით მისივე განამარტებით, მიმდინარეობს მთვრობის მხრიდან მსჯელობა, თუ რა ტიპის დახმარებები განხორციელდება ფინანსური მიმართულებით.
„დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ჩვენი არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. თქვენ იცით, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. მიმდინარეობს ყოველდღიური მსჯელობები და თუ რა დახმარებები იქნება ეკონომიკური მიმართულებით იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს, ეს ყველაფერი იქნება გაჟღერებული“,- განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






