საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუისით მიერ გამოწვეულ ვითარებაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავამდყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება.
მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდება, რომ აუცილებლობის შემთხევაში მიმართონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდაც მოხდება მათი გადამისამართება შებამისი მიმართულებით.
„საავადმყოფოებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენსცენტრი.
გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






