პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის თქმით, საკარანტინე სივრცეები მოეწყობა ლარსთან, წითელ ხიდთან და სარფთან.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კი ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა სახმელეთო ზონებიდან ქვეყანაში შემოსვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. კერძოდ, სარფი, ლარსი და წითელი ხიდი.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე, ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით: "ყველა მოქალაქე განთავსებული იქნება საკარანტინო ზონაში"
მასალის გამოყენების პირობები






