4 ნოემბერს, 16:00 საათზე მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოში მეხუთედ გაიხსნება კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც ტარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და ინიციატივით. კვირეულის ჩატარების მიზანია საზოგადოების მობილიზება და მათი აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების პროცესებში. მიმდინარე წლის კლიმატის კვირეულის სლოგანია: „ერთად შევქმნათ მდგრადი მომავალი...“
კლიმატის კვირეულის გახსნაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილოებას მიიღებენ საქართველოში ევროკომისიის დელეგაციისა და სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
კლიმატის ცვლილების კვირეული ტარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს ორგანიზებით, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.
კლიმატის კვირეულის გახსნის ცერემონიალი გაგრძელდება 16:00-დან 18:00 საათამდე.
მასალის გამოყენების პირობები






