პრემიერის განცხადებით, ეს არის სისტემური მიმართულებები, რა მიმართულებითაც წარმატება მთავრობას საშუალებას აძლევს, ეფექტიანად ებრძოლოს ვირუსს.
„პირველი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვა, რომელზეც პასუხისმგებელი არის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე მიმართულება გახლავთ სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ბატონი ვახტანგ გომელაური. მესამე მიმართულება გახლავთ მარაგების მართვა, სასურსათო მარაგების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირება. ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მეოთხე მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიზისის შემდგომ, რა თქმა უნდა, ყველანი უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკის მიმართულების პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, გითხრათ, რომ დღეს, სახელმწიფო ინსტიტუტები, ისევე, როგორც კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, სრულად ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ეფექტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. მერწმუნეთ, რომ ჩვენ მივაღწევთ შესაბამის შედეგს და ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურები ამ ვირუსთან ბრძოლაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






