"ესპანეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება, დაწესებული შეზღუდვების გამო, სტანდარტული პროცედურით ვერ მოხდება" - კონსტანტინიდი
პოლიტიკა - 20:41, 19 Mar, 2020     495

კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან გარდაცვლილთა გადასვენებები სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

კონსტანტინიდის ამბობს, რომ საქართველოს საგარეო უწყება კონტაქტშია ესპანეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახთან და სამინისტრო გადაწყვეტილებას მათთან შეთანხმებით მიიღებს.

რაც შეეხება კორონავირუსით სხვადასხვა ქვეყანაში ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს,რომ საქართველოს 20-მდე მოქალაქეა ინფიცირებული ევროპის ხუთ ძირითადი ქვეყანაში.


„გარდაიცვალა საქართველოს ასაკოვანი მოქალაქე, რომელიც განეკუთვნებოდა მაღალი რისკის პაციენტებს. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მაღალი რისკის პაციენტებში განიხილავდნენ მის მდგომარეობას. რაც შეეხება გადასვენების საკითხებს, იცით, რომ სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეების გადმოსვენებაში, თუმცა გადმოსვენებები სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ არის განსაკუთრებული მდგომარეობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სპეციალური წესები. ბუნებრივია როგორც სტანდარტული პროცედურა, ვერ იქნება, თუმცა ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაზე ვართ ოჯახის წევრებთან და ისინი საქმის კურსში არიან. მათთან კომუნიკაციაში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მოქალაქეებთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია. ამ 20 შემთხვევიდან ძირითადად 10 მსუბუქი შემთხვევებია, შესაბამისად, სტაციონარულ შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე. პრინციპში, ამბულატორიული პირობებით ხდება დაკვირვება. რამდენიმე შემთხვევაა, სადაც ასაკიანები არიან, თუმცა, მათ დინამიკას აკვირდება ადგილობრივი ჰოსპიტალები. მთლიანობაში ამ მოქალაქეების ძირითადი ნაწილი სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას. ჩვენი საკონსულოები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე და პრაქტიკულად ყოველწუთიერად ვიგებთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42