დღევანდელ ბრიფინგზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა რომ იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლა 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, ვისაც სამეწარმეო საქმიანობისთვის თბილისის მერიისგან სამუშაო ფართი ან მიწის ნაკვეთი უკვე აღებული აქვთ.
მერისივე თქმით, მეწარმეები მარტის, აპრილისა და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდნენ ხოლო, აღნიშნული შეღვათი გაგრძელდება მანამ სანამ ქვეყანაში რთული გარემოება არ შემსუბუქდება.
„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, მეიჯარე ვალდებულია ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ კი მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. შესაბამისად, თუკი კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები






