საატიკი მკვლელობა ქარელში - მამაკაცმა ორი პირი საკუთარ სახლში ნაჯახით მოკლა (სასამართლოს გადაწყვეტილება)
სამართალი - 13:47, 19 Mar, 2020     2034
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ინფორმაციას მთავარი საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, სხვაგვარ ძალადობასა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევაში ბრალდებული ბ.ც. დამნაშავედ ცნო.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 6 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, ბ.ც.-მ მისივე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ.ჭ. - ს გულმკერდის და კისრის არეში ნაჯახით ჭრილობები, ხოლო ა.გ.-ს დანით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ვ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, ბ.ც. 2019 წლის 7 დეკემბერს, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შევიდა იმავე სოფელში მდებარე ვ.ტ.-ს საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

სამართალდამცველებმა ბ.ც. 2019 წლის 8 დეკემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბ.ც. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.'' - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42