დღევანელ საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე. პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა რომ ქვეყანაში პრევენციის მიზნით შეზღუდვები გამკაცრდება, თითოეულმა სამინისტროს უწყებამ უნდა წარმოადგინოს ის შეზღუდვები რომელიცაუახლოეს პერიოდში უნდა დაწესდეს.
‘’საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები ქვეყანაში. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა. ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე.’’- განაცხადა ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






