"ჩვენი კომპანიიდან ერთ-ერთმა თანამშრომელმა გააგზავნა საკუთარი ოჯახის წევრებთან და ორ მეგობართან სახუმარო სხვა ტექსტი. სხვა კომპანიის გავლით დაიგზავნა რაღაც რაოდენობა, არ ვიცით რა რაოდენობა კონკრეტულად, იმიტომ რომ არანაირი კავშირი არ გვაქვს ამ კომპანიასთან. ასევე ამოყვა ეს ჩვენი კომპანიიდან გაგზავნილი 6 SMS. ამ 6 სახუმარო SMS-ის გამო, ატყდა ამხელა ამბავი,“ - აცხადებს შუქრი ბურჭულაძე.
ბურჭულაძეების ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ხელისუფლებას პაატა ბურჭულაძის ოჯახის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
"ეს იყო პირდაპირ დავალება, რომ მომხდარიყო ბურჭულაძეების და ამ კომპანიის ლიკვიდაცია, იზოლაცია და ყველანაირ ჩარჩოში ჩაკეტვა. ეს არის პირდაპირ პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრების მიმართ მიზანმიმართული და დაგეგმილი დისკრედიტაცია,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის შესახებ პანიკის შემცველი, ცრუ მესიჯების გაგზავნის საქმეზე პაატა ბურჭულაძის შვილის კუთვნილ ოფისში სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა. ოფისიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






