სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ზოგიერთ პროდუქტზე პანიკური და უკონტროლო შესყიდვა იყო. ეს ყოველივე კი იწვევს გარკვეული ხნით პროდუქტის მიწოდების შეფერხებას და ფასების ზრდას.
მინისტრი მოუწოდებს მომხმარებელს, არ აყვნენ ცრუ პანიკას, რადგან ეს ისევ მხოლოდ დიდ ზარალს გამოიწვევს.
"ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ხშირ შემთხვევაში, ვხედავთ პანიკურ მოთხოვნას და უკონტროლო შესყიდვებს. ბევრ სუპერმარკეტში თუ საცალო ობიექტში დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო გარკვეული შეფერხება. ეს არის ერთადერთი მიზეზით გამოწვეული", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს უწყვეტი კომუნიკაცია აქვს მომწოდებელთან, რათა ქვეყანამ მომარაგების პრობლემა თავიდან აიცილოს. რაც შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტს, მათი მონიტორინგი ამ დრომდე მიმიდინაროებს.
დავითაშვილის განმარტებით რამდენიმე დღეში პროდუქტის დიდი მარაგი შემოვა, ამ დრომდე მიმდინაროებს ფოთის პორტში, გემებიდან პროდუქტის ჩამოტვრთვა. ამასთან მინისტრი საუბრობს ლარსზე გაჩერებულ 1000-ზე მეტ სურსათით დატვირთული მანქანაზე, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რადგან ზოგიერთ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები შეზღუდულია. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბიზნესსის წარმოამდგენლებს, რომ ქვეყაანაში არსებული სიტუაცია ბოროტად არ გამოიყენონ.
მასალის გამოყენების პირობები






