კორონავირუსი: ხვალიდან შიდა ქართლის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება
პოლიტიკა - 17:08, 18 Mar, 2020     948
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან შიდა ქართლის რეგიონში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, იხურება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. ტრანსპორტი კი, მოქალაქეებს შეზღუდული გრაფიკით მოემსახურება. სიახლის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით არსებული ვითარება კონტროლს ექვემდევარება და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.


,,თავდაპირველად მადლობა მათ, ვინც სამოქალაქო პასუხისმგებლობას იჩენს და თვითიზოლაციის წესებს არ არღვევს. თუმცა, სამწუხაროდ გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის ძალიან დაბალ დონეს აჩვენებენ და ამ წესებს არღვევენ. გარდა ამისა, ყველას მოვიწოდებთ დარჩეთ სახლში და საქმე მაქსიმალურად დისტანციუტად აკეთოთ. ჩვენს რეგიონში თვითოზოლაციაში 57 ადამიანი იმყოფება, ხოლო სამხედრო ჰოსპიტალში 55 ადამიანი. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ სამართალდამცველებთან, რომ კოორდინირებულად მოვახდინოდ ყველა ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნათ. მქონდა შეხვედრა ჩვენს რეგიონში წარმოდგენილ ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელებთან და აგრარულ ბაზრებთან. მინდა იცოდეთ, რომ მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფეთხეები არ არსებობს. ზოგადად, ქვეყანაში ტვირთბრუნვა არ შეფერხებულა და არც შეფერხდება. გარდა ამისა, მაქსიმალურს ვაკეთებთ რომ არ მოხდეს პროდუქტებზე ფასების სპეკულაციური ზრდა. ხვალიდან რეგიონში იკეტება ყველა კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები. ესეც რა თქმა უნდა მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. ასევე შემცირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგოლება, როგორც სოფლების მიმართულებით, ასევე თბილისის”,-განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42