ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრი, რომან გოცირიძე გამოეხმაურა პარლამენტის ონლაინ საქმიანობაზე გადასვლის კანონპროექტის დამტკიცებას.
მისივე თქმით არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომელიც ბოროტადაც იქნეს გამოყენებული. ამავდროულად გაწერილი უნდა იქნეს მოქმედების ვადები და არც არავისთვისაა ცნობილი მაკონტროლებელი მუშაობის სქემა. გოცირიძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის დისტანცურ მუშაობაზე გადასვლის აუცილებლობა ამ დროისათვის არაა.
„პარლამენტის დისტანციური მუშაობის შესახებ კანონი არის უკიდურესად საფრთხის შემცველი, ვინაიდან შესაძლებელია იგი იყოს გამოყენებული ბოროტად და მან ძალიან არაჯანსაღ პოზიციებს შეუწყოს ქვეყანაში ხელი. ამიტომ, საჭიროა ძალიან ფრთხილი მიდგომა და თუკი იქნება განსაკუთრებული, საგანგებო ვითარება, მსგავსი კანონი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ შეზღუდული დროით და უნდა იყოს დათქმა, რომ ორი თვის შემდეგ ეს კანონი კარგავს ავტომატურად ძალას.
რამდენჯერაც ოპოზიცია პიკეტს მოინდომებს ამ პარლამენტის თუ მომავალი პარლამენტის წინააღმდეგ, იმდენი „ჩათში“ აწყონ საპარლამენტო სხდომები, ან რამდენჯერაც დისკომფორტი შეექმნება საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის სხდომა მობილური ტელეფონებით ატარონ და უკონტროლოდ მიიღონ გადაწყვეტილებები - არავინ იცის კენჭისყრის სისტემა როგორ იქნება გაკონტროლებული და საერთოდ, უსაფრთხოების საკითხები, ეს არის ძალიან საშიში თემა. არ მგონია, რომ დღეს იყოს ვითარება, რომ პარლამენტი წავიდეს და სამზარეულოდან იღებდეს გადაწყვეტილებას. სერიოზული დაფიქრებაა საჭირო ამ საკითხზე და კონკრეტულად უნდა იყოს ჩაწერილი თუ რა ვადებში იქნება მოქმედი და რა შემთხვევაში, ეს შემთხვევა და საფრთხის მასშტაბები უნდა იყოს ჩაწერილი. ყოველთვის შეიძლება პარლამენტმა თუნდაც, ამ დარბაზში სპეციალური დაცვის ფორმებით იმუშაოს, თუკი საგანგაშო ვითარება იქნება,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






