კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენონ მობილური ან ინტერნეტ ანგარიშსწორება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, ქაღალდის კუპიურის გამოყენებასაც შეუძლია ვირუსის გადატანა, სწორედ ამიტომ ეროვნული ბანკი მომხმარებელს მოუწოდებს ქაღალიდს ფულის გამოყენებისას მკაცრი ზომები დაიცვას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულონ.
დირექტორის ინფორმაციით, სადეზინფექციო პროცედურები საკასო ოფისშიც ჩატარდა, სადაც არსებობს ის შესაძლო რისკფაქტორები, რომელებიც კორონავირუსის გავრცელებას ხელს შეუწყობს.
„ამავე დროს, შესაძლებლობების მიხედვით გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები. ასევე, შესაძლებლობების მიხედვით აირჩიეთ დისტანციიური საბანკო მომსახურება, რომელიც საქართველოში საკმაოდ განვითარებულია და თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ, ამ მიმართულებით, საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე ვართ. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ასევე ახორციელებს იმ ღონისძიებებს, რომელიც აპრობირებულია, ამ შემთხვევაში, სხვა ქვეყნებში. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში. მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდება. გასულ კვირას ჩვენ დავიწყეთ სადეზინფეციო სამუშაოების ჩატარება საკასო ცენტრში, სადაც სხვა ადგილებთან შედარებით შესაძლოა, უფრო მეტი რისკი არსებობდეს. პირველი აპრილის ჩათვლით შეწყვეტილია ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ფუნქციონირება ყვარელში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






