საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებულია დისკუსია ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
პოლიტიკა - 15:41, 18 Mar, 2020     787

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებულია დისკუსია ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სსფ-სგან დახმარების მიღება ხელს შეუწყობს საქართველოსთვის სხვა დონორი ორგანიზაციებიდან მეტი რესურსის მოზიდვას.

„პანდემიასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკეთეს მობილიზება იმ ფინანსური პაკეტის, რომელიც განსაზღვრულია მათი წევრი ქვეყნებისათვის ამ პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ასეთი სახსრები საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

მოგეხსენებათ, გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი გაფართოებული მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება. სსფ-სთან მოქმედი პროგრამის არსებობა საგარეო თუ შიდა შოკთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ უპირატესობის გამოყენებას აპირებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან და უკვე დავიწყეთ დისკუსია მოქმედი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით. სავალუტო ფონდისგან დახმარება სხვა დონორი ორგანიზაციებისგან დახმარების მიღების კარგ წინაპირობას ქმნის“ - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის გაყიდოს უცხოური ვალუტის რეზერვები სავალუტო ბაზრის მხარდასაჭერად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42