პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ "რუსთავი2"-ის ეთერში გიგი უგულავაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის დაკავება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, შეუძლებელია,რომ ნორმალურად მომუშავე სასამართლო სისტემაში ვინმეს "პოლიტიკური ფასის გადახდის" გარეშე შეწყალების ამბიცია ჰქონდეს.
გახარიამ თქვა, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმარი არ არსებობს.
"ვიღაც ამბობს, რომ თეორიულად ვიღაც უნდა გათავისუფლდეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სასამართლო, როდესაც სასამართლო ინსტანციები გავლილია, როდესაც პროცესი სრულად პოლიტიზირებულია, ვიღაცამ ვიღაც უნდა შეიწყალოს. თუ რეალურ პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ, ყველა ასეთი შეწყალებას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს და ეს პოლიტიკური ფასი ძაან მარტივია — აღიარებაა, მეტი არაფერი... რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ბუნება სიცარიელეს ვერ იტანს", - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






