მოახლოვებული გაზაფხული და მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები - პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისთვის თანამდებობას მნიშვნელობა არასდროს ჰქონია და სამომავლოდ სადაც საჭირო გახდება იქ იქნება.
მისი თქმით, თანამდებობა არის პროცესი, რის გამოც მას ყოველდღიურად რაღაცის გაკეთების საშუალება აქვს.
„ეფექტურობა და პროცესი - ას არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ სად ვიქნები, რა პოზიციაზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია ფასეულობები და ღირებულებები ემთხვეოდეს საერთო ფასეულობებსა და ღირებულებებს. მე ჩემს თავს ვხედავ როგორც ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე იქნება, ჩვეულებრივი ადამიანური სურვილიდან გამომდინარე ემსახურება ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება. ყოველთვის ვცდილობდი ამ თემაზე იუმორით მეპასუხა, ამაზე საუბარი არ არის საინტერესო. და იუმორი თუ გაინტერესებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზაფხულის მოლოდინის შემდეგ წიწილებს შემოდგომით ითვლიან. სადაც საჭირო იქნება იქ ვიქნები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
მასალის გამოყენების პირობები






