„ამაზრზენი ქმედება პოლიტიკური ქულების დასაწერად“ - ვინ დგას დეზინფორმაციის უკან, რომელიც სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემთხვევას ავრცელებს
პოლიტიკა - 19:45, 17 Mar, 2020     1580
კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ისედაც დაძაბული ვითარების ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ „მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის 72 წლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა“. აღნიშნული ინფორმაცია ვებ გვერდის interpressnet.com მიერაა გავრცელებული.

„ნიუპოსტი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად სააკაშვილის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, თავდაცვისა და განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში მსგავსი ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში პანიკის დათესვას უკავშირდება. როგორც შაშკინმა გვითხრა, ბიბლიოთეკამ უკვე მიმართა რეაგირებისთვის შს და ჯანდაცვის სამინისტროებს, მათ შორის მედიის საბჭოს.

„ეს სტატია არის ფეიკი, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი სოცრუე. ძალიან ცუდია, რომ ამ რთულ ვითარებაში არის ხალხი, რომლებიც ცდილობს პოლიტიკური ქულების დაიწეროს აი, ესეთი ტყუილის ტირაჟირებით. ჩვენ რა თქმა უნდა ბიბლიოთეკაში არც 72 წლის თანამშრომელი გვყავს და არც დაავადებული თანამშრომელი გვყავს . ეს კეთდება იმისთვის, რომ დათესონ უფრო მეტი პანიკა ქვეყანაში და ეს კეთდება იმისათვის, რომ მოსალეობის გარკვეულ ნაწილში ჩამოაყალიბონ აზრი, რომ არ შეიძლება ბიიბლიოთეკაში მოსვლა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამიისტროს, ჩვენ მივმართავთ მედიის საბჭოს იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უწყებამ აჩვენოს, რომ პანიკის დათესვის წინააღმდეგ, დეზინფორმაციის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოები და ის ორგანოები, რომლებიც ვალდებულია რომ მოახდინონ რეაგირება მუშაობენ, იღებენ ზომებს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული ჯგუფიდან მოდის ასეთი ტყუილი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ამაზრზენი და მისი ავტორები კი უკიდურესაც ზნედაცემულები ადამიანები“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42