ძიძიგურის შახტის გაფიცულმა მეშახტეებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ შახტაში მუშაობა არ არის მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო. მეშახტეები ასევე დამქირავებელი კომპანიისგან ითხოვენ განაცდური დღეების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.
ადამიანის უფლებათა დაცვის თავჯდომარე გამოეხმაურა გაფიცულ მეშახტეებს და ონლაინ ფორმატში გაესაუბრება. მისივე თქმით, სამწუხაროა ფაქტია რომ მეშატხეების უფლებები კომპანიის მხრიდან მუდამ ირღვევა ,მიუხედავად დაკისრებული სანქციებისა.
''სამწუხაროა რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები მუდმივად ირღვევა და კომპანია სახელმწიფოს მხრიდან, არა ერთი გაფრთხილების და სანქციების მიუხედავათ, მაინც არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს, დღეს შევთანხმდი რომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო რათა, მათი უფლებები აღარ დაირღვეს." -განაცხადა სოფო კილაძემ
შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პარლამენტში გარეშე პირთა შესვლა და შეხვედრები შეიზღუდა და ის ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






