ეკონომიკის ექპერტი ირაკლი ყიფიანი, ტვ-პირველის ეთერში, გამოეხმაურა კამპანია ‘’დარჩი სახლში’’-ის პრინციპებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა ადამიანმა, რათა ვირიუსის გავრცეელების პრევენცია ჯანდაცვის სისტემამ ნაყოფიერად მოახდინოს. მან ასევე ისაუბრო იმ მოსალოდნელ ხარვეზებზე თუ თითოეული მოქალაქე, მსოფლიო ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს.
ყიფიანის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას საზოგადოებაში ნდობა აქვს დაკარგული. მთვარობა საქართველოს ეკონომიკის მიმართულებით ვერ ასრულებს სრულყოფილი გეგმების განხორციელებას რათა ეპიდემიის შემდგომ ინვესტორი მოიზიდოს.
‘’რეალურად ჩვენ ჯანდაცვის სისტემას ვეხმარებით რომ პაციენტების სახლში დარჩენით ვირუსის გავრცელების სიჩქარე შენელდეს, თუ არ გავითვალისწინებთ იმ რეკომედაციებს რომელსაც მსოფლიო ჯანადაცვის ორგანიზაცია ავრცელებს, მოსალოდნელია დავაადების სწრაფი გავრცელება და ჯანდაცვის სისტემა ვეღარ მოემსახურება ასეთ მასიურ გავრცელებას. ამით ჩვენ ჯანმრთელობას კი არ ვუფრთხლდებით არამედ ჯანდაცვის სისტემის გამართულ მომსახურობას, ასევე მთელი პასუხისმგებლობა მოქალაქეებზე გადადის, ის რომ ჯანდაცვის სისტემაში ჩვენ შევძლოთ დაავდების გავრცელების სიჩქარის შენელება კამპანიას ‘’დარჩი სახლში’’-ს აუცულებლად უნდა მივყვეთ.
ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნებით მოგვაწოდოს გეგმა თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ჯანდაცვის სისტემას შესაძლებლობები, რათა მეტი პაციენტი მიიღოს შეფერხების გარეშე. პირველ რიგში ადამიანებმაც, ჩვენი ყოველდღიურობით უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას და გავითვალისწინოთ ის პასუხისმგებლობა, რომ დავრჩეთ სახლში, რათა შენელდეს ეპიდემიის გავრცელება. ამით ჯანდაცვის სისტემას გაუადვილდება მიიღოს ყველა პაციენტი და ეს მკურნალობა იქცეს სრუფლასოვნად, ჩვენ თითოეულ მოქალაქეზე გადის, რამდენად კარგად შევძლებთ ამ ვირუსის დამარცხებას ჩვენს ქვეყანაში.
მე ასევე არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი ამ კრიზისულ მდოგომარებაშიც, ქართულმა ოცნებამ ეკონომიკის მხრივ არაფერი შემოგვთავაზა, ის რაც შემოგვთვაზა ეს არ არის კრიზუსული მდოგამარეობის მართვის შესაძლებლობა. თუ ჩვენ გვინდა რომ რეალურად დავეხმაროთ ადმაიანებს, ეროვნულ ვალუტას, ლარს, ეს ნიშნავს მოსახლეობას ჯიბეში მეტი თანხა დავუტოვოთ, ჯიბეში მეტი თანხის დატოვება კი ნიშნავს საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას. რეალურად კი სწრაფად გაზრდილი ფასები კრიზისული ვითარებაში ნიშნავს რომ ადამინებს უნდა მივცეთ იმის რესურსი რომ დამოუკიდებლად შეეეძლოთ კრიზისულ სიტუაციისადმი გამკლავება. ერთადერთი ინსტრუმენტი კი არის მნიშვნელოვანი პრევენციის გატარება ეკონომიკის მიამრთულებით, ჩვენ შემთხვევაში საშემოსავლო გადავადება მოიაზრება, დაახლოებით 6 თვით.
სამწუხაროდ დღევანდელი მთვრობას ნდობა აქვთ დაკარგული, დღეს თუ პატივს ვცემთ მაგალითად ჯანდაცვის სიტემას იმ კონკრეტული ადამიანების გამო, ვინც ამ სისტემაშია და რომელებიც თავიანთი სისცოცხლის ფასად ემბრძვიან ამ პანდემიას, ცალკე ჯანდაცვის სისტემა რომ ავიღოთ 6 თვის დავალიანება აქვს სახელიმწიფოს. რამდენიმე თვეა თანამშრომელბს ხელფასი არ აუღიათ და მთავრობამ პირველ რიგში უნდა გაისტუმროს ამ ადმაიანების დავალიანება. ‘’დარჩი სახლში’’ კამპანაიით კი ვეხმარებით იმ ექიმებს ვინც ებრძვიან ამ ეპიდემიას, ისინი დღევანდელი დღის რეალური გმირები არიან. რაც შეეხება ეკონომიკის ნაწილს, მთვარობის განცახადებები არ მიჩენს ნდობას მათ მიმართ.
პანდემია მსოფლიო ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჩვენ ვხედავთ რომ მსოფლიო საერთაშორისო აქციების ფასები იწევს, რეალურად ეს გამოწვევა ეკონომიკაზე შემდეგ თვეებში უფრო გამოჩნდება, ამიტომ ვამბობ ჩვენი მთავრობის განცხადებები უნდა იყოს ხელსაყრელი, როგორც ქვეყნის შიდა ინვეტორისთვის ასე უცხოელისათვის. რაღაც სტილი გადასახედები გააუქმოს რათა მოსახლეობას რაღაც თანხა დარჩეს ჯიბეში და ინვესტორს პანდემის ჩავლის შემდეგ უღირდეს საქრთველში შემოსვლა, ჩვენ გვჭირდება ისეთი სტრატეგია, ხარჯების ეფექტურობის მიმართ გადადგმული ნაბიჯები და საბანკო რეგულაციების შერბილების შესახებ გატარებული რეფორმები რათა ქვეყანამ შეძლოს პანდემიის გადალახვა.''- აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ყიფიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






