"სახელმწიფოს აღარ უნდა ერიდებოდეს საპატრიარქოსი, ღიად და კატეგორიულად უნდა მოუწოდოს ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 15:47, 17 Mar, 2020     1082
"სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის აკრძალვასთან ერთად, ჯობდა ეკლესიებში შეკრებებიც აგეკრძალათ"- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელის საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
მელია განცხადებას სასულიერო პირების მიერ, თბილისი ქუჩების, ძვირათღირებული ავტომობილებიდან კურთხევის ამსახველ ფოტოსაც ურთავს და წერს:

"სახელმწიფოს აღარ უნდა ერიდებოდეს საპატრიარქოსი, ღიად და კატეგორიულად უნდა მოუწოდოს ეკლესიებში მსახურების დროებით შეჩერება! წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, სამარშრუტო ტაქსში 10 კაცთან მგზავრობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და ტაძრებში ასეულებთან ერთად დგომა და ერთი კოვზით ზიარება - უსაფრთხო?

თუ ეპიდემიას ნაკურთხი წყალი ამარცხებს, მაშინ ხალხს რაღას ვუშვებთ კარანტინში, ან რას ვკეტავთ თვითიზოლაციაში, ან ცა რისთვის დავკეტეთ, ან საზღვრები?

ვიმეორებ, თუ არ ვკრძალავთ ხალხმრავლობას ეკლესიაში, რა ნიშნით და რა ლოგიკით ვკრძალავთ ან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობას, ან სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს, თეატრებს, ბარებს და რესტორნებს? იქ სხვა ხალხი დადის და ეკლესიაში - სხვა?

თუ სახელმწიფოს ვისთანაც გასდის იმას ყველაფერს ვუკრძალავთ და ვისთანაც ვერა, ვერაფერს?

მივმართავ ხელისუფლებას, იმოქმედეთ უფრო თამამად!"- წერს მელია.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42