"გარყვნილებას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია"- "ოცნების" დეპუტატი ლოცვის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებს
პოლიტიკა - 14:57, 17 Mar, 2020     1414
"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია ზიარების წესის შეცვლას ეწინააღმდეგება. დეპუტატმა საზოგადოებას “უაზრო საუბრების” დასრულებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

მისი თქმით, "მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა დაგვანახა, თუ როგორი უსუსური აღმოჩნდა მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაში მიღწეული წარმატებებით თვითდაჯერებული ადამიანი".

"ამპარტავნების სულით შეპყრობილი კაცობრიობა, რომელმაც ღმერთი უარყო და დაუპირისპირდა, მის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა მოინდომა, მარადიულ ცხოვრებას ამსოფლიური ვნებები და სიამოვნება ამჯობინა, გარინდულია.

მსოფლიო პანიკაშია. დაცარიელებული ქალაქები, ჩაკეტილი საზღვრები, გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობის და ურწმუნოების შედეგია. უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება”,- განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და ხელისუფლებას ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა:

“ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს გადარჩებისთვის. განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა სასოებდნენ უფალს და ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს. სამწუხაროდ, ამ განსაცდელის დროსაც ზოგიერთები არ წყვეტენ ანტიეკლესიურ პროპაგანდას. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ზიარების წესის შეცვლას მოითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ერთი კოვზით ზიარებამ შეიძლება, ვირუსის გავრცლება გამოიწვიოს, რაც გარდა იმისა, რომ დიდი უგუნურება და ურწმუნოებაა, მორწმუნე ადამიანის შეურაცხყოფაა. ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს შეშფოთებები და უაზრო საუბრები”, -თქვა მან.

ამასთან დეპუტატმა თქვა, რომ მუზეუმებში დაცული ხატები – ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობელი და სხვა – ეკლესიას უნდა დაუბრუნდეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42