„ივანიშვილის ახალი ტრიუკის არსი და გაბითურებული ქართული დემოკრატია“ - „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ ექსპრეს-ანალიზი
პოლიტიკა - 14:00, 17 Mar, 2020     1216

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც სჩანს, ბატონი ივანიშვილისგან გინესის რეკორდების წიგნში შესატანი კიდევ ერთი მსოფლიო დონის ტრიუკის მომსწრე ვხდებით. ტრიუკის არსი ამჯერად ასეთია: "როგორ დავიჭიროთ ერთდროულად სამი კურდღელი ივანიშვილის ორიგინალური მეთოდით"?!


კურდღელი #1
ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მედიაციით საარჩევნო სისტემის ახალ კონფიგურაციაზე (120/30) ოპოზიციასთან შეთანხმებით, ივანიშვილმა ფაქტიურად „დახურა“ ის ძველი, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე გახმაურებული გადაგდების ტრიუკი და ახლა უკვე ძნელია უკანა რიცხვით ამ საკითხზე შეედავო.

კურდღელი #2
პოლიტპატიმრების არსებობას ხელისუფლება ოფიციალურად არ აღიარებს და როგორც სჩანს, მათ კვლავ პატიმრობაში ტოვებს. აქაც, უცხოელი მედიატორების თანდასწრებით ოპოზიციასთან მოლაპარაკების იმიტაციით, მან პოზიცია გაიმაგრა და ახლა ამბობს, რომ აი - გადაიხედა ის საქმეები, მაგრამ უცხოელი კოლეგების პატივისცემის მიუხედავად, რა ქნას, კვლავ დასტურდება, რომ პოლიტპატიმრები კი არა, დამნაშავეები არიან და როგორ შეიძლება ვინმე ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციაში?! რაც შეეხება უგულავას განთავისუფლების მექანიზმს, თუ ის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს, ამასაც მისგან ბრალის აღიარებად მონათლავს და თან, თუ საქმე როგორღაც გართულდა, პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეატოვებენ.
სხვათაშორის, დასავლეთისთვისაც არ იქნება მისაღები, რომ ხელისუფლებას სასამართლოს საქმეებში ჩარევა მოსთხოვოს.

კურდღელი #3
თუ ოპოზიცია პროტესტს განაახლებს, ხელისუფლება მათ უკვე იქეთ დაამუნათებს და იტყვის, რომ ქვეყანას და მსოფლიოს ამხელა პანდემიის საფრთხე ადგას თავს და რა დროს აქციები და პოლიტიკური კინკლაობაა (ხომ დავუთმეთ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხში, შევთანხმდით და მეტი რაღა უნდათო).


მოკლედ, მივიღეთ სიტუაცია, როცა ხელისუფლებას შეუძლია „ლეგიტიმურად“ იყოს დაკავებული არა ქვეყნის წინსვლა-განვითარებით და შესაბამისი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით, არამედ კორონა ვირუსთან დაკავშირებული ბრძოლის კონკრეტული საკითებით : შეუძლიათ დღედაღამ უწყვეტად გვიკითხონ სამედიცინო ინსტრუქციები, გულისფანცქალით ველოდოთ ინფიცირებულთა ახალ სტატისტიკას, აღვშფოთდეთ კარანტინის დამრღვევების უმსგავსო საქციელის გამო, გულწრფელად ვიზეიმოთ თითოეული პაციენტის გამოჯანმრთელება, ვაქოთ და ვადიდოთ ხელისუფლება, რომელიც ასე ოპერატიულად და წარმატებით ებრძვის უდიდეს საფრთხეს და ა.შ.

ამასობაში შემოდგომაც მოვა და თუ დროულად არ გავიღვიძეთ, ერთხელ კიდევ ვნახავთ თუ როგორ დაიჭერს ივანიშვილი სამ კურდღელს ერთად და მესამე ვადით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ქვეყანა კი კვლავაც გააგრძელებს სიღატაკის და უპერსპექტივობის ჭაობში ჩაძირვას!

კორონა ვირუსი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას, წინსვლას და განვითარებას და არ არიან ჩაციკლული მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაზე და ეს ჩვენც უნდა შევძლოთ! “





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42