დღეს გამართულ მთვარობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორიგ გახარია გამოეხმაურა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას.
''ბოლო დროის განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდნენ დაავადების ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაგვეზრდება’’- განაცხადა გახარიამ.
გახარიამ ასევე აღნიშნა, დღეს შედგა შემდგომი შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოში, სადაც მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პანდემიის პრევენციასთან დაკავშრებით. მისივე განმარტებით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან თვითიზოლაციის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მთვარობის პასუხი მკაცრი იქნება.
„გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. ის თვითიზოლაციაში რჩება. მადლობა ჩვენ სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს. ეს არ ნიშნავს, რომ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. პირიქით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდნენ დაავადების ინფექციის განვითარების იმპორტირების და შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ღიად. ეს ნიშნავს იმას, რომ მიდგომები და მენეჯმენტი პროცესის უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან, გავრცელების ეტაპზე გადავდივართ, მზად უნდა ვიყოთ ამისთვის, პირველ რიგში კი, ჯანდაცვის სისტემა. ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყოს გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მომსახურებისთვის. ეს დავალებები დღეს გაიცა, ჯანდაცვის სისტემა კარგ ფორმაშია დღეის მდგომარეობით, რომ შესაბამის გამოწვევებს გაუძლოს და ადეკვატურად უპასუხოს. ჩვენ ამ პროცესის მენეჯმნტის, ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპის შეზღუდვები ეფექტურად გავატარეთ დაწყებული სასწავლო რესტორნები, პენიტენციური სისტემა, მოხდა დისტანციურ შრომაზე გადასვლა. ბევრი რამ იყო გაკეთებული და ახლა გამოწვევები იზრდება და უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის პასუხი იქნება მკაცრი“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






