თიბისი კაპიტალმა ონლაინ კონფერენცია ჩაატარა თემაზე - COVID-19-ის გავლენა ბიზნესგარემოზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:50, 17 Mar, 2020     1266

თიბისი კაპიტალმა ეკონომიკურ გარემოზე COVID-19-ის გავლენები შეაფასა და რეპორტი გამოაქვეყნა. ანალიტიკური დოკუმენტის წარდგენა თიბისის პარტნიორებისთვის ციფრული პლატფორმის მეშვეობით, ონლაინ კონფერენციაზე განხორციელდა, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესის 250-მდე წარმომადგენელი ჩაერთო.

დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე, COVID-19-ის გავრცელება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო, თუმცა განსაკუთრებით ტურიზმის, სარესტორნე, ავიაციის, ხანგრძლივი მოხმარების საქონლისა და უძრავი ქონების სექტორებზე აისახება.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურისტული შემოდინების კლება თვეების ჭრილში აპრილსა და მაისში მიაღწევს მაქსიმუმს. საბაზო სცენარის მიხედვით, ვითარების ეტაპობრივი ნორმალიზება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყება, ხოლო წლის ბოლოსთვის ზრდა განახლდება. ჯამურად, 2020 წელს ტურისტული შემოსავლების 25%-იანი კლებაა ნავარაუდევი.

„მიმდინარე გამოწვევების პერიოდში, თიბისის გუნდი ჩვენს პარტნიორებს აქტიური დიალოგის რეჟიმში ვემუშავებით სირთულეების ერთიანი ძალისხმევით გადასალახად. ბიზნესსექტორების მონაწილეებს პროაქტიულად ვთავაზობთ და ვახდენთ სესხის მომსახურების შეღავათიან სტრუქტურის მორგებას. თიბისის ყველა მიმართულება შეთანხმებული სამოქმედო გეგმით ვხელმძღვანელობთ, რათა სამუშაო პროცესის უწყვეტობა და ოპერაციების სრულყოფილად, ამასთან მაქსიმალურად დისტანციურად შესრულება უზრუნველვყოთ. დღეს გაზიარებული ანალიზი და მიგნებები დამატებითი ძლიერი ინსტრუმენტია კომპანიებისათვის არსებული მდგომარეობის კარგად შესაფასებლად, რაც ვფიქრობთ მათ მომდევნო თვეების ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება. სიტუაციის ცვალებადობიდან გამომდინარე მსგავს ანალიზს რეგულარული ხასიათის იქნება და ჩვენს განახლებულ რეპორტს საზოგადოებას მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში შევთავაზებთ." - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალის მომზადებული ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://www.tbcresearch.ge/en/Category/Macro-Reports





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42