Lacoste ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული და ინტელიგენტური ლეიბლი გახდა მსოფლიოს ისტორიაში. ბრენდის ისტორია კი იმით დაიწყო, რომ 1972 წელს, რენე ლაკოსტა, ფრანგი ჩოგბურთელი, მონაწილეობას ამერიკის ჩემპიონატში იღებს. მან მოწინააღმდეგე, საკუთარი შეუდარებელი თამაშით გაანადგურა. რენეს პოზიცია იმდენად საბრძოლო იყო, რომ იგი ნიანგს მიაგავდა თავდასხმის წინ. კრიტიკოსებმა რენეს „ნიანგი“ უწოდეს, რის შემდეგაც, მისმა მეგობარმა, რობერტ ჟორჟმა, რენეს პერანგზე, მწვანე ნიანგი ამოქარგა. ამის შემდეგ, რენე თამაშებში მონაწილეობას, თავისი საფირმო ნიშნით იღებდა.
ექვსი წლის შემდეგ, კონკრეტულად კი 1933 წელს, რენე ლაკოსტმა და ანდრე ჟელერმა გააფორმეს კონტრაქტი, რომელიც სპორტული ტანისამოსის წარმოებას გულისხმობდა, სავაჭრო მარკით, Lacoste. ეს მარკა განკუთვნილი იყო სპორტსმენებისთვის, რომლებიც სპორტის ინტელიგენტური სახეობებით იყვნენ დაკავებულნი: ჩოგბურთით, გოლფითა და ასე შემდეგ. მეოცე საუკუნის სამოციანი წლებისთვის კი, Lacoste უკვე მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. მოთხოვნა იმხელა იყო, რომ ბრენდმა სავაჭრო ბაზარზე ბევრი კონკურენტიც კი ჩამოიშორა. Lacoste ყველაზე ავტორიტეტული ბრენდი გახდა იმდროინდელ სპორტულ სამყაროში.
ტანისამოსთან ერთად, რენეს დაებადა იდეა, ორმაგტარიანი ჩოგნების შექმნასთან დაკავშირებით. ამ იდეას ხორციც შეასხა და ასეთი ჩოგნებით, ევროპის ჩოგბურთის სამყარი დღესაც სარგებლობს.
ოთხმოცდაათიანი წლებისთვის, Lacoste აწარმოებდა: სპორტულ კოსტუმებს, პერანგებს, მაისურებს, სპორტულ ფეხსაცმელსა და ასე შემდეგ.
ამასთნავე, დიდ წარმატებას მიაღწია Lacoste-ს პარფიუმმა, რომელიც სამოცდაათიანი წლებიდან იწარმოება.
1963 წელს, ბერნარი და მისი მამა კომპანიის ხელმძღვანელები გახდნენ. მათი ხელმძღვანელობის საშუალებით, Lacoste-მ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. გამოჩნდა დიდიხნის ნანატრი ქალის ხაზიც. რამდენიმე წლის შემდეგ კი ბერნარმა თანამდებობა უმცროს ძმას, მაიკლს დაუთმო.
მიუხედავად დიდი პოპულარობისა, Lacoste საბჭოთა კავშირში კონტრაბანდად ითვლებოდა.
ოთხმოცდაათიანი წლების შუა ხანებში, სიტუაცია შეიცვალა და Lacoste-ს ნივთები საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც დიდი წარმატებით სარგებლობდნენ.
აღნიშნული ბრენდი ყველა თაობის წარმომადგენელმა კარგად იცის. ტურისტები კი სამოგზაუროდ ლაკოსტას სპორტულ ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას.
2001 წლიდან ბრენდის პოპულარობამ საგრძნობლად დაიწყო ზრდა. ეს კი ახალი დიზაინერის, კრისტოფ ლემერის დამსახურებაა. თავდაპირველად, მან ქალბატონებისთვის ახალი ხაზი შექმნა, შემდეგ კი ლეგენდარული ნიანგი ვერცხლისფრად შეღება. მისი სვლებით მარკა გააახალგაზრდავდა.
ლემერმა Lacoste-ს ინდივიდუალურობა შეუნარჩუნა და საკუთარ იდეებსაც შეასხა ხორცი: ელეგანტურობისა და მოდურობის შეგრძნებას, კრისტოფი სახვადასხვა, სეზონური კოლექციების საშუალებით გვთავაზობს.
მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ
მასალის გამოყენების პირობები






