თბილისის საქალქო სასამართლო ეხმაურება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სასამართლოსადმი მიმართვიანობას. მათი ინფორმაციით, როდესაც მოქალქეებს სასამრთლოში ვიზიტი შეეზღუდათ, ამ დროს მიკროსაფინანსო ორგანიზციების სარჩელების გაზრდა დაემთხვევა ელექტრონული სერვისით სარგებლობას.
საქალაქო სასამრთლო აცხადებს, რომ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ გამოიყენებენ.
მათივე ინფორმაციით, სასამართლოს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს, მიუხედავად იმისა რომ სადენზიფექციო სამუშაობები არაერთხელ ჩატარდა, მაგრამ კორონავირუსიის გავრცელების საფრთხე მაღალია. სწორედ ამიტომ სასამართლო მოუწოდებს საზოგადოებას თავი შეიკავონ ვიზიტისგან.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების ვიზიტორებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ სასამართლოში მისვლისგან.
მასალის გამოყენების პირობები






