ყაჩაღობა და სასტიკი მკვლელობა თბილისში - ზეწრით შეუკრეს ხელები, ფეხები... გულმკერდზე, ბეჭისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენეს
სამართალი - 17:42, 16 Mar, 2020     2758

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში, ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებულები შ.გ. და ი.ი. დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, ქ. თბილისში, შ.გ. და ი.ი. ყაჩაღურად თავს დაესხნენ ს.ჰ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, ზეწრით შეუკრეს ხელები და ფეხები, დამჭერებით დაუბეს თითები, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით გულმკერდის მარცხენა და მარჯვენა არეში, ბეჭისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენეს. სახლიდან გაიტაცეს 6.632 ლარი, 300 ლარის ღირებულების კაზინოს მონეტები, ,,აიფონ 6’’-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ასუსის’’ ფირმის ლეპტოპი, ჩანთა, 3000 ლარად ღირებული საათები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ცნობით, შ.გ.-ს და ი.ი.-ს 2018 წლის 15 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’, მე-2-ნაწილის ,,ე’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, მე-3 ნაწილის ,,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’, მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით). ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.გ. და ი.ი. დაუსწრებლად, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათ მიმართ მიმდინარეობს ძებნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42