ლევან ვასაძე: „დღეს საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას“
საზოგადოება - 15:30, 03 Nov, 2013     18117

სვეტიცხოველში, საქართველოს უკანასკნელი მეფის ჩამომავალი უფლისწულის გიორგის ნათლობის რიტუალის შემდეგ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ის დღეს ამაყია, რადგან გრძნობს, რომ საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას.

„მე დღეს ძალიან ამაყი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო უფლისწულ გიორგის ნათლია. დიდი და მნიშვნელოვანი დღეა, რადგან დღეს საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას საქართველოში“, - თქვა ლევან ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ უფლისწულ გიორგის ნათლობის რიტუალი დღეს სვეტიცხოველში გაიმართა. უფლისწულის ნათლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღასრულა.

უფლისწულს 4 ნათლია ჰყავს - ბიზნესმენი ლევან ვასაძე, მიხეილ ახვლედიანი , და უფლისწულის ბიძები - გურამ და ირაკლი ბაგრატიონები. ისინი უფლისწულის მამის, დავითის ძმები არიან.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მათ შორის, იქ იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. ნათლობაზე ბიზნესმენი და უფლისწულის ნათლია ლევან ვასაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42