გუდაურში ყოფნა იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ინფიცირებულ ჩეხ ტურისტთან ახლო კონტაქტი ჰქონდა- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილიემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ვიცი, რომ ამაზე უკვე დიდი პანიკაა ატეხილი. გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ვინმე იქ ჩაეხუტა. ჩვენ მოვნახავთ ყველა იმას, ვინც არის საჭირო, დანარჩენები წყნარად, მშვიდად იყვნენ, თუ ძალიან ნერვიულობენ სახლებში თვითიზოლაციაში, თუ სიმპტომები გამოუმჟღავნდებათ მოგვმართონ სამედიცინო სამსახურებს",- განაცხადა იმნაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის მსგავსად, პაატა იმნაძემაც განაცხადა, რომ ჩეხმა ტურისტმა, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა, გამოგზავნა დეტალური ინფორმაციაში საქართველოში მოგზაურობის შესახებ.
„მართლა ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს, ისე დეტალურად გამოგვიგზავნა საქართველოში მოძრაობის თავისი ისტორია, თავისი ფოტოსურათებით, რომ ძალიან გაგვიადვილა საქმიანობა და მოძიება იმ ადამიანების, ვინც იყვნენ მასთან ძალიან მჭიდრო, ახლო კონტაქტში და დროის გარკვეული მომენტი.
ასეთებს ყველას მოვნახავთ... ჩეხები არიან ჩეხეთში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი, როგორც ამ პიროვნებებთან ჩეხეთში, ასევე შესაბამის კოლეგა სამსახურებთან ჩეხეთში. როდესაც ამ ადამიანმა დარეკა, პირველ რიგში, გადამოწმება მოხდა ოფიციალურად, მარლა არის თუ არა ეს ადამიანი ინფიცირებული. ამის შემდეგ, ყველაფერზე, რაც მან მოგვაწოდა, მიდის მუშაობა. ჩეხეთში მყოფ კონტაქტებზე ინფორმაციას ვიღებთ შესაბამის სამსახურიდან“, – განაცხადა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






