"მოგვაწოდა მანქანის ნომერი, რომლითაც გადაადგილდებოდა, მისამართები, სადაც დრო გაატარა"- მინისტრის მადლობა ჩეხ ტურისტს, რომელსაც გუდაურში ვიზიტის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა
პოლიტიკა - 14:08, 16 Mar, 2020     1037
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს ინფორმაციას, ჩეხი ტურისტების დაინფიცირების შესახებ.

როგორც მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, კორონავირუსის სიმპტომები ტურისტს მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც ჩეხეთში გაემგზავრა.

ტიკარაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულ ტურისტს კორონავირუსი დაუდგინდა, ის დაუკავშირდა საქართველოს საელჩოსა და იმ სასტუმროს, სადაც ისვენებდა და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

"ჩეხი ტურისტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მნივნელოვნად დაეხმარა ქართულ უწყებებს, რათა ყველა იმ პირის იზორილება მომხდარიყო, ვინც მასთან კონტაქტში იმყოფებოდა. ჩეხ ტურისტს მოწოდებული აქვს ყველა მანქანის ნომერი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა და მისამართები, სადაც მან გარკვეული დრო გაატარა.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, დარეკა და ფაქტი დააფიქსირა, ასევე ფოტომასალით სრულიად აღწერა ის მარშრუტი, რაც მან გაიარა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, გუდაურში ერთ-ერთი პოპულარული რესტორანი "მთვრალი ალუბალი" "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 4 მარტიდან რესტორანი ექვს ჩეხ ტურისტს მასპინძლოვბდა, საიდანაც სამს კორონავირუსი აღმოაჩნდა, აქედან გამომდინარე, რესტორანი მიმართავს ყველას, ვინც 4 მარტიდან დღემდე რესტორანში ყოფილა - კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტაროს.რესტორანი ამ დროისთვის დაკეტილია, ორი თანამშრომელი მაღალი ტემპერატურით ელოდება კატასტროფის ბრიგადას, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ზარის შემდეგ შეიტყვეს, როცა კორონავირუსით ინფიცირებულმა ტურისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ყოფნის დროს ყოველდღე დადიოდნენ რესტორან "მთვრალ ალუბალში".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42